მენიუ
🎊გაიხსნა ჩვენი ორი პროექტი -სოფელ არაშენდასა და ბაკურციხის საჯარო სკოლები ,
👨🏫თითოეული მათგანი 500 მოსწავლეზეა გათვლილი .
ორივე სკოლა სრულად აკმაყოფილებს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურულ, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებს.
⚒განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სკოლებში ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი კაბინეტი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის და რესურს ოთახი. 🧯სკოლები უზრუნველყოფილია შიდა და გარე უსაფრთხოების სისტემებით.
⛳️ორივე სკოლას აქვს როგორც ღია, ასევე, დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და სრულად ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.