გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები წარმატებით დასრულდა
პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდის მიერ:
სრულად გამოიცვალა შენობის სახურავი,
მოხდა შენობის სრული კონსტრუქციული გამაგრება,
ინტერიერის და ფასადის სრული რეაბილიტაცია,
ეზოს კეთილმოწყობა,
გარემონტდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე და სპორტული დარბაზი.
სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის ეზოში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლა უზრუნველყოფილი გახდა კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების, წყალ-კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.
სხვა რეაბილიტირებული სკოლების მსგავსად სოფელ ახალი სამგორის სკოლაც ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის
სხვა სიახლეები
სიახლე
ბათუმში სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა
გაიგე მეტი
სიახლე
აბასთუმნის შეხვედრა მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე
გაიგე მეტი
სიახლე
კიდევ ორი ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა, ბაკურციხესა და არაშენდაში გაიხსნა!!!